კურსის მონაწილეებმა
გავიცანით ერთმანეთი; ტენერმა წარმოგვიდგინა კურსის მიზანი და დაგვანახვა თუ რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში. შვისწავლეთ თუ როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი ისტ-ის
გამოყენებით, რაც ტექნოლოგიებით გამდიდრებულ გაკვეთილს გულისხმობს. საწყის ეტაპზე ვირჩევ
კომპიოუტერულ პროგრამას, ვირჩევ სასწავლო რესურსებს, რაც მეხმარება გაკვეთილის კარგად,
საინტერესოდ და მოსწავლეების სასწავლო პროცესში ბოლომდე ჩართვაში. ასევე ვისწავლეთ სასწავლო პრეზენტაციის MS POWER POINT-ში მომზადება. პრეზენტაციის მთავარი
მიზანია ინფორმაციის სწორედ მიწოდება. პრეზენტაცია 2 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
1.ზეპირი, 2. ვიზუალური. მათი სინთეზირება
კარგად მომზადებას მოითხოვს, რისთვისაც პრეზენტაციის ძირითადი საფეხურების გათვალისწინებაა
საჭირო. ვისწავლეთ პრეზენტაციის წარმართვის
ძირითადი პრინციპები.პრეზენტაცია საჭიროა გაკვეთილის ახსნისას, განვლილი მასალაის შეჯამებისას და შემდეგ დავალების მიუცემისას. მისი გამოყენება სასწავლო პროცესში
მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას, რისი დახმარებითაც ისინი ცდილობენ დამოუკიდებლად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, გაამდიდრონ
და საინტერესო გახადონ სხვადასხვა სურათებითა
და ვიდეო მასალით.
გავეცანით
ვირტუალურ ლაბორატორიას, რომელიც რეალური მოვლენების იმიტაციასს ახდენს. ცნობილია,რომ ელექტრონული თამაშები თანამედროვე
ინფორმაციული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. საგანმანათლებლო თამაში კი მოსწავლეებში
შემეცნებით, სივრცულ და მოტორულ უნარებს ავითარებს.
ასევე კომპიუტერული თამაშების მოპოვება ინტერნეტში, რისთვისაც ინტერნეტ ბრაუზერია საჭირო. კიდევ ერთხელ გავეცანი
აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტურობას
სასწავლო პროცესში. გავეცანით ერთკომპიუტერიან კლასსი გაკვეთილის ჩასატარებლად
თუკი მოსწავლეები რიგრიგობით ისარგებლებენ კომპიუტერით
სამუშაო ხანგრძლივობა შეიძლება ძალიან დიდი აღმოჩნდეს, ხოლო მრავალ კომპიუტერიან კლასში გაკვეთილის ჩატარება
გამოირჩევა გარკვეული თავისებურებებით,
ამ დროს მოსწავლეები უნდა დავყოთ ჯგუფებად, გადავანაწილოთ კომპიუტერებთან და საშუალება
მივცეთ შექმნან საკუთარი პროექტები და ჩაერთონ სხვადასხვა
ღონისძიებებში.
შევქმენი საკუთარი ბლოგი სადაც ავტვირთე გაკვეთილის
გეგმა და შესაბამისი პრეზენტაცია. ასევე გავეცანით
მიმდინარე, განმავითარებელი, განმსაზღვრელი და შემაჯამებელი შეფასების
ფორმებს. გავაკეთეთ გკვეთილის შეფასებისა
და მოსწავლის თვითშეფასების
რუბრიკები და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
წარმოვადგინეთ გაკვეთილის სეფასების რუბრიკა ჯგუფში
და ვიმსჯელეთ თემის ირგვლივ.
ჩემთვის მოცემულ
საკითხებზე მუშაობა პროდუქტიული
და საინტერესო იყო, რადგან გავეცანი სასწავლო
პროექტის ორგანიზებას ისტ-ის გამოყენებით, ვიმუსავეთ ჯგუფებში, მუშაობის შემდეგ
წარმოვადგინეთ პროექტი და გავაკეთეთ
პრეზენტაცია. შვქმენი ბლოგი სხვა მონაწილეების მსგავსად, გავაკეთე განმავითარებელი შეფასება და ავტვირთე ჩემს ბლოგზე.
ტრენერმა გაგვაცნო
მასწავლებლის პორტფოლიაო და გვესაუბრა მის დანიშნულებაზე
სლაიდშოუს გამოყენებით. გაგვაცნო, რომ პორტფოლიო მასწავლებლის ან მოსწავლის
ნამუშევრის კრებულია. შესაძლებელია პორტფოლიოს
შეფასება, ასევე იგი შეიძლება შეიცავდეს
მოსწავლის მიერ შესრულებული
საშინაო და საკლასო დავალებებს, ჯგუფურ პროექტების ანგარიშებს. ასევე ისაუბრა, რომ საინფორმაციო
ტექნოლოგიების გამოყენებისას სამართლებრივი
და ეთიკური ნორმების დაცვაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განათლების სფეროში, რადგან ეს მომავალითაობის აღზრდასთან არის დაკავშირებული.მნიშვნელოვანია, ისიც რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
არ უნდა დავარღვიოთ
ადამიანის უფლებები, უნდა დავიცვათ
საავტორო უფლებები. ვისწავლეთ ჩვენს
ბლოგზე google კალენდრის გამოყენება,
რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ და დავათვალიეროთ ჩანაწერები
კვირის ან თვეების
მიხედვით.
No comments:
Post a Comment