გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრიკები


გაკვეთილის მთავარი თეგმა
school clubs
სწავლების საფეხური
5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
12 მოსწავლე.   სსსმ მოსწავლე არ მყავს ,
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე გაეცნობა წერილის წერის სტრუქტურას, გამოიყენებს წერილის მსგავს ფორმას მეგობართან ურთიერთობისათვის, გაუზიარებს  დადებით განწყობას ,სასკოლო კლუბების მნიშვნელობას. გამოუმუშავებს ჯგფური მუშაობის უნარებს, დამოუკიდებელი და შემოკმედებითი  მუსაობის უნარებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

უცხ.დ.II.6.


მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება:
  • ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
  • ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (პოულობს შესატყვის ილუსტრაციას და სხვა).

უცხ.დ.II.7.

მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.
  • მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს;                                       

  • მოსწავლეები შეისწავლიან უცხო სიტყვებს, მათ სწორად წარმოთქმას და გამოყენებას.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა ზოგადად იციან არაწესიერი ზმნების შესახებ და იციან რამდენიმე მათგანის  ფორმები წარსულ დროში.იციან მარტივი გრამატიკული სტრუქტურები და წინადადების აგებულების ფორმები. შეუძლიათ  თავიანთი გრძნობების გადმოცემა ზედსართავი სახელების გამოყენებით და სკოლის შემდგომი კლუბების უპირატესობები
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკების (განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ) მიხედვით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
V კლასის სახელმძღვანელო, ბარათები მცირე ზომის ტექსტებით და ილუსტრაციებით, კომპიუტერი, პროექტორი, ცარცი, დაფა.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების  შემდეგ  ხდება  ინტერესის გაღვიძება გონებრივი იერიშის საშუალებით სახელწოდებით  “ბინგო”
მოსწავლე იმეორებს არაწესიერ ზმნებს და მათ ფორმებს რომელიც გაკვეთილზე უნდა გამოიყენონ. მასწავლებელი წერს დაფაზე არაწესიერი ზმნების პირველ ფორმებს . მოსწავლეები რვეულში წერენ მეორე ფორმებს შემდეგ მასწავლებელი კითხულობს ქართულად და მოსწავლეები ხაზავენ რვეულში მის მეორე ფორმას. შედეგად  მოსწავლე  განავითარებს დამოუკიდებელი და ანალიტიკური აზროვნების უნარს   

შემდეგ ვაკეთებ წინა გაკვეთილის გამოკითხვას და შეჯამებას  ფრონტალური  კითხვების საშუალებით ზმნების ადგილი წინადადებაში, მათთვის დამახასიათებელი ზმნისზედები მათი გამოყენების მეთოდები. ზედსართავი სახელები და მათი გამოყენების წესები.

კლასს დავყოფ   სამ ჯგუფად და დავურიგებ უცხო ტექსტებს (წერილებს) და ფოტო მასალას.  მოსწავლეები იაზრებენ სიუჟეტებს რომლებსაც  შესწავლილი ზმნებისა და ზედსართავი სახელების გათვალისწინებით
სწორად აწყვილებენ სურათებთან.  თანამიმდევრულად იყენებენ ენობრივ ფორმულებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას.
შემდეგ მასწავლებელი აკეთებს სანიმუშო პრეზენტაციას პროექტორის საშუალებით.
და თემის განმტკიცების მიზნით სვავს საკვანძო კითხვებს

მასწავლებელი აკეთებს აქტივობას წყვილებში.   მოსწავლეები მოუყვებიან ერთმანეთს თავიანთი კლუბების შესახებ წინასწარ მოცემული  კითხვარების მიხედვით  . შემდეგ კი აკეთებენ პრეზენტციას თავისი მეწყვილის სასკოლო კლუბის შესახებ. აქტივობის  მსვლელობის პროცესში მასწავლებელი აკეთებს ჩანაწერებს შენიშვნების დაფაზე  განმავითარებელი შეფასებისათვის   აქტივობა უზრუნველყოფს უცხო სიტყვებისა და გრამატიკული ელემენტების სწორად წარმოთქმას და გამოყენებას .მოსწავლე განივითარებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარს                                       

მოსწავლეები საჭირო გრამატიკული ელემენტების გამოყენებით სწორად და თანამიმდევრულად დაწერენ მცირე ზომის წერილს შინ და გაუგზავნიან მასწავლებელს მეილზე რეფლექსიისა და უკუკავშირის მისაღებად  მომდევნო გაკვეთილზე.                              









შეფსების კრიტერიუმები




კრიტერიუმები
2-4
5-6
7-8
9-10
მოდელის მიხედვით დამოუკიდებლად წერს ღია ბარათს
საერტოდ ვერ წერს  ბარათს.
მოსწავლეს უჭირს ბარათის წერა. ესაჭიროება დახმარება.
მოსწავლე წერს ღია ბარათს , მაგრამ  უშვებს შეცდომებს.
მოსწავლე დამოუკიდებლად წერს ღია ბარათს.
ზუსტად და თანამიმდევრულად აღწერს მოქმედებათა მსვლელობას. შინაარსი ლოგიკურია.
ვერ გადმოსცემსშინაარს. არ შეუზლია მოქმედებების აღწერა.
უჭირს დამოუკიდებლად აღწეროს მოქმედებები და გადმოსცეს შინაარსი.
მოსწავლე აღწერს მოქმედებაღა მსვლელობებს გადმოსცემს შინაარსს.
ზუსტად და თანამიმდევრულად აღწერს მოქმედებებს, გადმოსცემს ლოგიკურ შინაარსს.
აფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას აქტივობებისა და კლუბების სესახებ.
არ შეუზლია საკუთარი გრძნობების გამოხატვა.
უჭირს დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულებები აქტივობების შესახებ.
აფიქსირებს საკუთარ აზრს მაგრამ უშვებს მცირე უზუსტობებს.
ზუსტად და მკაფიოდბ აფიქსირებს საკუთარ აზრებს და  სურვილებს.
წინადადებები გრამატიკულად გამართულია.
ვერ წერს წინადადებებს.
უჭირს გრამატიკული სტრუქტურების გამოყენება, მაგრამ  აზრის გაგება შესაძლებელია.
წინადადებები გრამატიკულად გამართულია მაგრამ აქვს უმნიშვნელო შეცდომები.
წინადადებები ჩაწერილია ზუსტი გრამატიკული ელემენტების გამოყენებით.

No comments:

Post a Comment

ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში

   კურსის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი; ტენერმა წარმოგვიდგინა კურსის მიზანი და დაგვანახვა თუ რამდენად  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისტ...